×
ხორცი
ხილ-ბოსტნეული
რძის ნაწარმი და კვერცხი
სანელებლები
ნუგბარი
სხვადასხვა

წესები და პირობები

1. შესავალი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება agrimarket-ის ონლაინ მაღაზიაში (შემდგომში - "კომპანია", "ჩვენს", "ჩვენი", "ჩვენ")!

agrimarket-ის ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შესაძენად, აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია.

რეგისტრაციისას ყურადღება მიაქციეთ, რომ სრულად მოხდეს ყველა საჭირო მონაცემის დაფიქსირება, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციის ველში მითითებული იყოს ის მისამართი, რომელზეც უნდა მოხდეს შეძენილი პროდუქციის ჩაბარება. 

შეძენილი პროდუქციის ღირებულების გადახდა ხდება შეკვეთის გაკეთებისთანავე. ანგარიშსწორება კი მომხმარებელს შეუძლია საბანკო ბარათების გამოყენებით.

ჩვენსა და თქვენს შორის შეთანხმება (კონტრაქტი) მოიცავს აღნიშნულ წესებს და პირობებს და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას (”შეთანხმებები”). თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით შეთანხმებები და ეთანხმებით მათ.

თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ, რომ მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე ინფორმაცია.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან.

თუ არ ეთანხმებით შეთანხმებებს (ან ვერ შეასრულებთ), შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე info@agrimarket.ge  იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიება. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელზე და სხვა სერვისებზე წვდომის მსურველზე.

2. კომუნიკაცია

ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე info@agrimarket.ge გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.

3. შეძენა/ყიდვა

www.agrimarket.ge-ზე შესაძლებელია მინიმუმ 20 ლარის პროდუქციის შეძენა.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა  გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის ან უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

4. მიღება-მიწოდება

00:00 საათამდე შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება განხორციელდება შეკვეთის მიღების შემდეგ დღეს 16:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში.

შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ყოველ დღე თბილისის მასშტაბით, ასევე ქ. მცხეთაში და საგურამოში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

თბილისის მასშტაბით (გარდა დიდგორის რაიონისა) მიტანის საფასური შეადგენს 5 ლარს. 

ოქროყანაში, ტაბახმელაში, შინდისში, წავკისში, კოჯორში, წყნეთში მიტანის საფასური შეადგენს 10 ლარს.

ქ მცხეთაში, საგურამოში, კიკეთში,  ბეთანიაში, ახალდაბაში შეკვეთის მიტანის დროს შეკვეთის ღირებულებას ემატება 15 ლარი.

5. თანხის დაბრუნება/ანაზღაურება

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთის განთავსების დღეს.

თანხის დაბრუნება/ანაზღაურება ხორციელდება შეკვეთის განხორციელების თავდაპირველი თარიღიდან 5 დღის ფარგლებში.

6. შემადგენლობა/კონტენტი

ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელი განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს Agrimarket-ის საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.

7. შეწყვეტა

ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, რაიმე მიზეზის გამო და შეზღუდვის გარეშე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ პირობების დარღვევის შემთხვევაში.

თუ გსურთ ანგარიშის შეწყვეტა, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

8. ცვლილებები სერვისში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან სერვისზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.

9. დასტური/თანხმობა

ჩვენი სერვისით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებს და პირობებს და ეთანხმებით მათ.

10. დაგვიკავშირდით

გთხოვთ, თქვენი გამოხმაურება, კომენტარები, ტექნიკური დახმარების მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@agrimarket.ge.