×
ხორცი
ხილ-ბოსტნეული
რძის ნაწარმი და კვერცხი
სანელებლები
ნუგბარი
სხვადასხვა

ჩვენ შესახებ

Agrimarket ეს არის აგრო სასურსათო პროდუქციის ონლაინ მაღაზია. 

Agrimarket-ის მთავარი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს პროდუქცია, რომელიც დახარისხებული და გადარჩეულია სანიტარული ნორმების სრული დაცვით.

Agrimarket - ის შექმნის იდეა ეფუძნება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას. სულ უფრო რთულდება და ბევრი ბარიერი გვხვდება პროდუქციის შეძენის პროცესში, რაც უდიდეს დისკომფორტს უქმნის თითოეულ მომხმარებელს.  სწორედ ეს იყო ამ პლატფორმის შექმნის მიზანიც, რომ ყველასთვის გაიოლებულიყო საკვებზე ხელმისაწვდომობა.

ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, იმისთვის, რომ თქვენ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მიიღოთ. გუნდის წევრები, რომელთაც უშუალოდ შეხება აქვს საკვების მომარაგებასთან და დახარისხებასთან, აღჭურვილნი არიან შესაბამისი დაცვის საშუალებებით და ზედმიწევნით ზუსტად იცავენ ჰიგიენის წესებს და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.

Agrimarket - ის გუნდი, საკუთარი ტრანსპორტით ახდენს თქვენთან პროდუქტის მოტანას. სერვისის მენეჯერები წესების მიხედვით ახდენენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, მარშრუტის ყველა ეტაპზე - დაფასოების პუნქტიდან, თქვენი სახლის კარამდე.